ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რას დაჰპირდა ივანიშვილი ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებს საგურამოში?

 

საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” გუშინ საგურამოში, გურამიშვილების მარანში, “ქართული ოცნების” წევრების საახალწლო კორპორატიული შეკრების დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტო შეხვედრის მონაწილე ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრზე დაყრდნობით წერს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებისას საპარლამენტო სიაში ყველანი არ იქნებიან.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად განუცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებისას, საპარლამენტო სიაში ყველანი არ იქნებიან, მაგრამ გუნდიდად არც ერთი მათგანი არ გაირიყება, – ამის თაობაზე “ინტერპრესნიუსს” ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა დეპუტატმა განუცხადა, რომელიც გუშინ, საგურამოში, გურამიშვილების მარანში, “ქართული ოცნების” წევრების საახალწლო კორპორატიული შეკრების მონაწილე იყო.

მისი თქმით, ეს იყო ის ერთადერთი პოლიტიკური განცხადება, რომელიც გუშინდელ შეხვედრაზე გაკეთდა.

“ბიძინა ივანიშვილმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ ყველანი მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე გუნდიდან გაირიყება. საუბარია იმაზე, რომ ის დეპუტატები, რომლებიც საპარლამენტო სიაში ვერ შევლენ, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში დასაქმდებიან”, – ამბობს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი.

დეპუტატები შეხვედრაზე მეუღლეებთან ერთად მივიდნენ. სუფრას პარლამენტის წევრი თემურ ჭკუასელი თამადობდა. ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებმა ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან ერთად ძველით ახალი წელი აღნიშნეს.

ახალი წლის შეხვედრას პაარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების გარდა, უმრავლესობის არც ერთი სხვა ფრაქციის წევრი არ ესწრებოდა, მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

“ყველანი მიყვარხართ! ახალ წელს გილოცავთ!” – ამ სიტყვებით დაემშვიდობა ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგებლებს საგურამოში “ქართული ოცნების” საახალწლო წვეულების შემდეგ.

იტვირთბა....