ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნანა ბუთხუზი: მაქვს განცდა, რომ ყოველდღე გვკლავენ, როგორც ლექსო მოკლეს,

მსახიობ ნანა ბუთუხის თქმით, აქვს განცდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს მორალურად კლავენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას თემაზე საუბრისას აღნიშნა. შეგახსენებთ, იუნესკომ ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა, შსს-მ კი იმავე დღეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაასაჯაროვა, რომელშიც ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული მწვავე უკმარისობაა დასახელებული.

“სულ მახსენდება ჩემი პერსონაჟი „მაკბეტიდან“, ლედი მაკდაფის ტექსტია ასეთი, რის მერეც მას კლავენ – „მე ყოველ დღე მკლავენ“, როგორც ლექსო მოკლეს. მეც მაქვს ეს განცდა, ყოველ დღე გგკლავენ მორალურად, მხოლოდ ვარსებობთ. გუშინ გავიარე ქალაქში და ისეთი სევდიანი და უღიმღამო სახეები იყო გარშემო, დღე იყო, მაგრამ ბნელოდა. მე მაქვს ეს განცდა, რომ ჩავქრი, შემართებით აღარ ვარ.

როგორ შეიძლება, პირველ რიგში ხელისუფლება არ იყოს ამით აღშფოთებული და გადარეული. მე რომ ვყოფილიყავი თქვენს ადგილას, პასუხისმგებლობის შეგრძნება როგორ არ მექნებოდა, გადავდგებოდი. როგორ შეიძლება გაამართლონ ეს მოვლენები. წარმოუდგენელ ბოდვაში ვცხოვრობ, ასე მგონია”, – ამბობს მსახიობი.

იტვირთბა....