„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრობისას განაცხადა, რომ შესაძლოა პარლამენტში შევიდეს.
როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, პარტიაში ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
„ჩვენ არ შევედით პარლამენტში ხო და აკრძალეს, წაგვართვეს კომისიის წევრები, დაფინანსება, რეკლამა, მაგრამ მაინც არ შევედით. ეხლა რომ ვუყურებ პარტიებში მიდის მსჯელობა, რომ ხომ არ შევიდეთ და იქ ის კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ. ამაზე მე თანახმა არა ვარ მაგრამ…მე შეწყვეტილი არ მაქვს მანდატი, თუმცა ხელფასს არ ვიღებ, მინდა დავამშვიდო გაბოროტებული ოპონენტები. ჩემი სახლებით არიან დაკავებულები და ამდროს ქვეყანა მოპარეს. აღარ გამოდიან პარლამენტიდან და შევიდოდით, პირდაპირ ვეტყოდით სიმართლეს. ვკარგავთ ტრიბუნას, სადაც შეგვიძლია, რომ ხალხის სათქმელი ვთქვათ“, -აცხადებს ნათელაშვილი.