ახალი ამბები საზოგადოება

გრიგოლია: ვეჭვობ, მთავრობის დაუსრულებელი დაპირებები, მსმენელს ქართული, ჯიგრული გინების ხასიათზე აყენებს

„როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გასულ 2021 წელს. ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ქვეყანა წინ მიდის, რომ სამუშაო ადგილები იქმნება და ყველაფერი არცისე ცუდადაა, როგორც ამის წარმოჩენას მედია ცდილობს. მიდიხართ წინ? იზრდება თქვენი ოჯახების შემოსავალი? ამ კითხვით მთავრობას და მათთან გადახლართულ ბიზნესმენებს არ მივმართავ. მათ ვეკითხები, ვისაც ხელისუფლების არც გადაწყვეტილებებზე მიუწვდებათ ხელი და არც ძმაკაცები ჰყავთ ზევით. ხელისუფლება 2022 წელს ეკონომიკურ ზრდას გვპირდება დავიჯეროთ? რას დავუჯეროთ. მაგალითად ღარიბაშვილის ტრაბახს, რომ დღეს გვქონდა ძალიან მაღალი ძლიერი წელი. იგივე დაპირებები მრავალი წელია რაც გვესმის. ისე გვპირდებიან, აი ეხლა დაიწყება ქვეყნის აღმასვლაო გეგონება თვითონ არ იყვნენ მთელი ამ დროის მანძილზე ხელისუფლებაში. რას დავუჯეროთ მეგობრებო.

ვეჭვობ, რომ მთავრობის ეს დაუსრულებელი დაპირებები და განცხადებები კარგი ქართული, ჯიგრული გინების ხასიათზე აყენებს, ხოლმე ხშირად არცთუ ცოტა მსმენელს. ამ წამოძახილებში გადის დღეები და წლები. ჩვენ ვართ ასე ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო . ცვლილებებს მხოლოდ პაპუაშვილები და კუჭავები გრძნობენ, როცა ერთი იცვლება მოერეთი. ან თუ გრძნობენ გამდიდრებული ჩინოვნიკები. ადრე რომ არც დაესიზმრებოდათ. ღარიბი ადამიანების უმეტესობაში არის საშინელი ნიჰილიზმი საშინელი უიმედობა.ყველას და ყველაფრის მიმართ“, – აცხადებს „ტვ პირველის“ წამყვანი ინგა გრიგოლია.

 

 

 

იტვირთბა....