ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ბატიაშვილი: რუსეთი ცდილობს გავლენა შეინარჩუნოს საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებზე

რუსეთი ცდილობს გავლენა შეინარჩუნოს საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებზე, – აღნიშნულის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა და აღმოსავლეთმცოდნემ ზურაბ ბატიაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ასევე წინ აღუდგება საპროტესტო გამოსვლებს.

„რუსეთი ყველანაირად შეეცდება წინ აღუდგეს ერთი საპროტესტო გამოსვლებს და ასევე ცდილობს შეინარჩუნოს გავლენა იმ ქვეყნებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა“, – აცხადებს ზურა ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 62 ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

ამასთანავე, შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 13 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოჰკვეთეს.

 

იტვირთბა....