ახალი ამბები მსოფლიო

ყაზახეთის შსს: ვინც იარაღს არ დაყრის, სიკვდილი ელის

ვინც იარაღს არ დაყრის, სიკვდილი ელის, – ყაზახეთი შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონტრანტებს აფრთხილებს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უკიდურესად იმოქმედებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.

„ბრძანების შემთხვევაში, ვინც უარს იტყვის იარაღის დაყრაზე, სიკვდილი ელის“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 62 ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

ამასთანავე, შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 13 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოჰკვეთეს.

იტვირთბა....