ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ყაზახეთში შესვლა დაიწყეს

რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების შეყვანა დაიწყო. როგორც გამოცემა gazeta.ru წერს, რუსი სამხედროების ნაწილი უკვე იმყოფება ყაზახეთის ალმატის საერთაშორისო აეროპორტში.

ამას წინ უძღოდა ყაზახეთის ხელისუფლების მიმართვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისადმი, რომ წევრი სახელმწიფოები ქვეყანას სიტუაციის სტაბილიზებაში დახმარებოდნენ. რასაც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მხრიდან დახმარებისკენ მზადყოფნის პირობა მოჰყვა.

როგორც ცნობილია, სამხედრო დანაყოფს ქვეყანაში სომხეთიც გაგზავნის.

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტს “გარედან მართულ ტერორისტულ აქტს უწოდებს”. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შეტაკებებს ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი სამართალდამცავი კი დაშავდა.

პროტესტის დროს დაშავებულ სხვა პირებზე ოფიციალური ინფორმაცია არ რასებობს, თუმცა, ვრცელდება ცნობები ათობით დაღუპილისა და ასობით დაშავებულის შესახებ.

პროტესტი ყაზახეთში თხევადი აირის ფასის ზრდის გამო დაიწყო, რაც მალევე გადაიზარდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში. რამდენიმე დღეში, პრეზიდენტმა მთავრობის გადაყენების შესახებ დადგენილებას მოაწერა ხელი, თუმცა, საპროტესტო გამოსვლები მაინც გაგრძელდა და კიდევ უფრო მოსშტაბური სახე მიიღო.

იტვირთბა....