ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ყაზახეთში საპროტესტო აქციების შედეგად მთავრობა გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამას წინ უძღოდა ქვეყნის დასავლეთში, მანგისთაუს ოლქში რამოდენიმედღიანი აქციები, რომლის მონაწილეებიც საწვავის ფასის მატების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ ქუჩაში, მალე კი პროტესტი მთავრობის გადაყენების მოთხოვნაში გადაიზარდა.

პირველ იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ერთ ლიტრ თხევად გაზზე ფასი გაორმაგდა. უცხოური მედიის ცნობით, საპროტესტო გამოსვლების დროს ხელისუფლებამ საწვავის ფასის შემცირების პირობა დადო, თუმცა, აქციის მონაწილეები არ დაშლილან, რასაც პოლიციასთან შეტაკებები და არეულობა მოჰყვა.

ქვეყანაში პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერი, ალიჰან სმაილოვი დაინიშნა. მთავრობის დანარჩენი წევრები კი საკუთარ მოვალეობას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე შეასრულებენ.

იტვირთბა....