ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: რუსეთის ეკონომიკას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დასავლელი ლიდერებისგან სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები ელის. ამის შესახებ ბლინკენმა ვაშინგტონში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიპლომატის თქმით, ჟენევაში რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებები წარმატებული ვერ იქნება მანამ, სანამ ამ ქვეყანას “უკრაინის თავისკენ იარაღი ექნება მიშვერილი”.

“ძალიან რთულია რეალური პროგრესის მიღწევა ესკალაციისა და იარაღით მუქარის პირობებში. მოლაპარაკებებმა რეალური პროგრესი რომ აჩვენოს, ამისთვის აუცილებელი პირობაა დეესკალაცია. ხოლო თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

იტვირთბა....