ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე სააკაშვილის ეკონომიკურ გეგმაზე: ნებისმიერი გეგმა განხორციელდება ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, რომელიც დღეს საპატიმროში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს, მეტრონომთან საუბარში ამბობს, რომ საუბარი ექნებათ ყველა თემაზე, მათ შორის, ექსპრეზიდენტის ეკონომიკურ გეგმაზეც.

“მას არაერთხელ გამოუთქვამს ამ კუთხით საკუთარი შეხედულებები, გვახსოვს ალბათ “ვარშავის გეგმის“ სახით იყო ერთ-ერთი მისი დოკუმენტი, ასევე მან თავისი პოლიტიკური ხედვა ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა თეზისების სახით და ალბათ ესეც მსგავსი ფორმით იქნება. მე არ ვარ ჩართული ამ გეგმის შემუშავებაში, დღეს გვექნება საუბარი ბევრ საკითხზე, მათ შორის, ეკონომიკაზეც, პოლიტიკაზეც და ყველა მიმდინარე საკითხებზე“, – ამბობს გოცირიძე.

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გუშინ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს, რომელიც “სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული“.

იტვირთბა....