ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბოლო გაფრთხილებას ვაძლევ აუცრელ სასულიერო პირებს, თუ არ გამოსწორდებიან, დავსჯი” – კვიპროსის მთავარეპისკოპოსი

კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე კვიპროსის ეკლესიის ანტივაქსერ სასულიერო პირებს მიმართავს. მთავარეპისკოპოსის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასულიერო პირები არ აიცრებიან, მათ დაფინანსების შეწყვეტით დასჯის. განცხადებას “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს.

“გადავწყვიტე, ბოლო გაფრთხილება მივცე აუცრელ სასულიერო პირებს და თუ არ გამოსწორდებიან, მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებ.

ყოველწლიურად კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია თავისი ბიუჯეტიდან მღვდლების ხელფასზე ოთხ მილიონ ევროს ხარჯავს, მე შემიძლია ეს თანხა აღარ გამოვყო და ამით დავსაჯო ისინი.

დიახ, მე ამ სასჯელს მივმართავ და თუ ეს ქმედება არ მოეწონებათ, კარი ღიაა, ამას ხალხის საკეთილდღეოდ გავაკეთებ და არა იმიტომ, რომ ამგვარად მინდა, ან ასე მომწონს”, – აცხადებს ქრიზოსტომოს მეორე.

იტვირთბა....