ექიმ გიორგი ფხაკაძის თქმით, უკვე კვლევებით დასტურდება, რომ კოვიდი მამაკაცების ნაწილში უშვილობას იწვევს. როგორც ფხაკაძემ პალიტრანიუსთან საუბრისას აღნიშნა, თავად ამის შესახებ ერთი წლის წინ აფრთხილებდა მოსახლეობას.
“შარშან ვთქვი, ხალხო, სანამ კოვიდი დაგემართებათ, ბავშვი გააკეთეთ მეთქი. ვაქცინების ამბავი არ ვიცი, მაგრამ სანამ დაგემართებათ დროზე გააკეთეთ ბავშვი, რა იცი, რა ხდებათქო და ამაზე ატყდა ამბავი, ფხაკაძემ თქვა, ვაქცინა უშვილობას იწვევსო. სხვათაშორის უკვე კვლევები არის, დამტკიცებულია, რომ კოვიდი მამაკაცების დაახლოებით ხუთ პროცენტში იმპოტენციას იწვევს და ღრმა მკურნალობაა საჭირო. მკვლევარებმა ლაბორატორიაში ჩაატარეს კვლევა და აგერ არის შედეგი. ამასაც ვერ გებულობენ, ჩემზე გაბრაზებულები იყვნენ, რას ქვია მე კოვიდი გადავიტანე და მამაკაცი არავარო? რავიცი მე იმ 10 პროცენტში მოხვდები თუ 90-ში? ეს მე ვთქვი ერთი წლის უკან და ყველაზე მაგარი იცით რა არის? ის ადამიანები, რომლებიც მე მაკრიტიკებდნენ, ახლა თვითონ დებენ სტატიებს, რომ თურმე ეს გამრავლებაზე მოქმედებსო, სასაცილოა“, – აღნიშნავს ფხაკაძე.