ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 1 076 889 შეადგინა, რაც აქამდე, მსოფლიოს ქვეყნებში დღიურად დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. როგორც გამოცემა CNBC წერს, აშშ-ში ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატება კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებას უკავშირდება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ 3 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია ოთხი დღის წინ ქვეყანაში აღრიცხულ 590 00 შემთხვევასთან შედარებით, რაც მაშინ რეკორდული მაჩვენებელი იყო.
ამ ფონზე, ქვეყანაში მასობრივად უქმდება ავიარეისები, ათასობით სკოლამ კი საშობაო არდადეგების შემდეგ მოსწავლეების კლასებში დაბრუნება გადაავადა, ანაც, კვლავ ონლაინ სწავლება დაიწყო.