ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვარკეთილში მარკეტი გაძარცვეს

ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში პროდუქტის მაღაზია „ბესთ მარკეტი“ გაძარცვეს. როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წაღებულია 500 ლარამდე თანხა. შსს-ში უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ძარცვა ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა. უწყების ცნობით, შემთხვევის დროს სალაროსთან არავინ იმყოფებოდა და მაღაზიაში შესულ პიროვნებას მოლარემ იმ დროს შეუსწრო, როდესაც სალაროდან თანხა ამოიღო. მძარველმა გაქცევა მოახერხა.

‘‘საუბარია ერთ ადამიანზე, სალაროსთან მივიდა და თანხა ამოიღო, მოლარემ ეს დაინახა, მაგრამ მძარცველმა გაქცევა მოასწრო. ეს რომ შეიარაღებული თავდასხმა ყოფილიყო, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყებოდა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

იტვირთბა....