ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პირადად მე, სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ ვარ

ქართული ოცნების დეპუტატებმა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ. როგორც ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, პირადად ის, ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის, რადგან ამ შემთხვევაში დადგინდება, რომ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

“ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს შეიძლება არც იყოს ცუდი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ ხმების შევსებაზეც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არარსებობას“, – ამბობს კობახიძე.

მიხეილ სააკაშვილის სურვილი დროებითი საგამოეძიებო კომიისიის შექმნის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ გუშინ გაახმოვანა.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

იტვირთბა....