21-ე საუკუნის უკვე ლეგენდის, კომპანია „ეფლის“ დამფუძნებლის, სტივ ჯობსის სახლის ინტერიერი მისი თაყვანისმცემლებისთვის დღემდე უცნობია, თუმცა ექსტერიერის ფოტოები გასაჯაროებულია და მისი სილამაზით აღფრთოვანებულთა არმიაც არსებობს.
სტივ ჯობსის მეზობელი, ჯობსის გარდაცვალების შემდეგ იხსენებდა, რომ იმდენად ლამაზი სახლის გვერდით ცხოვრობდა, როცა ცუდ ხასიათზე იყო, სასეირნოდ გადიოდა და მისი ექსტერიერი კარგ ხასიათზე აყენებდა.
სტივ ჯობსი ამ სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ცოლ-ქმარი დიდ ყურადღებას უთმობდა ბაღის გაშენებას, სახლის გარშემო მცენარეების დარგვას.
სახლში 7 საძინებელი და 5 აბაზანაა.
ცნობილია, რომ „ეფლის“ დამფუძნებელი ფუფუნებისადმი სიყვარულით არ გამოირჩეოდა.