აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ქუვეითის ელექტროენერგიისა და წყლის გამტკნარების ქარხანაზე თავდასხმას უარყოფს და აცხადებს, რომ ამის უკან ისრაელი დგას

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ქუვეითზე თავდასხმას უარყოფს. ამის შესახებ გუშაგთა კორპუსის  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ქუვეითის ელექტროენერგიისა და წყლის გამტკნარების ქარხანაზე თავდასხმის უკან ისრაელი დგას.

„სიონისტური რეჟიმის არატრადიციული და უკანონო თავდასხმა ქუვეითის გამტკნარების ქარხნებზე სიონისტი ოკუპანტების სიმდაბლისა და ბოროტების დასტურია. რევოლუციური გვარდია გმობს ამ არაადამიანურ აქტს და აცხადებს, რომ რეგიონში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზები და პერსონალი, ასევე ოკუპირებულ პალესტინურ ტერიტორიებზე სიონისტური რეჟიმის სამხედრო და სადაზვერვო ობიექტები ჩვენი მძლავრი სამიზნეებია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუვეითში განაცხადეს, რომ ირანი ქვეყნის ელექტროენერგიისა და წყლის გამტკნარების ქარხანას თავს დაესხა.

იტვირთბა....