ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი: დიდხანს გვაძლიერებდეს პატრიარქის სითბო და ლოცვა ჩვენ და ჩვენს სამშობლოს!

[su_quote]საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს.
პატრიარქს, რომელმაც ჩაიბარა ფაქტობრივად უმრევლო ეკლესია 50-მდე მოქმედი ტაძრით და 40-მდე სასულიერო პირით… დღეს კი მას, 89 წლის იუბილეს, 2000-მდე ეკლესიის 3000-ზე მეტი სასულიერო პირი და ასიათასობით მრევლი ულოცავს.
ეს გამრავლებული მადლი და ერის სიყვარულია ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე მისი ღვაწლის ყველაზე თვალსაჩინო დასტური.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს მხნეობას და დღეგრძელობას!
დიდხანს გვაძლიერებდეს მისი სითბო და ლოცვა ჩვენ და ჩვენს სამშობლოს![/su_quote]

ასე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ილია მეორეს 89 წლის იუბილე.

იტვირთბა....