ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 41 წლის კაცს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის სახლში, ოჯახთან ერთად ბრუნდებოდა. ინფორმაციას ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ფორმულა ავრცელებს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე 4-5 გასროლის ხმა გაიგეს. მოგვიანებით პოლიციამ საცხოვრებელ სახლთან 3 ვაზნა იპოვა.

კაცი მისი მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს. საუბარია, სავარაუდოდ, ერთ პირზე. პოლიცია ანგარიშსწორების ვერსიას განიხილავს.

იტვირთბა....