დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრა იქნება.
“როცა მიზეზებზე მეკითხებიან, რატომ ვერ გავედით სამიზნე მაჩვენებელზე, ნუ პირველი მიზეზი ყოველთვის იყო და არის, რომ მაინც დავაკელით საკომუნიკაციო კამპანია ქვეყანაში. ეს კამპანია უფრო აქტიური, აგრესიული უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. მაშინ, როცა ჩვენ ივლისიდან შევქმენით საკმარისი მარაგი – ივლისიდან მოყოლებული სექტემბრის ბოლომდე 5 მილიონამდე ვაქცინის დოზა უკვე გვქონდა, რომლითაც მოცვა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ ჩვენ ვერ გავედით 60%-იან მოცვაზე“,- ამბობს გამყრელიძე.