საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა ხელისუფლების ქმედებების გამო კვლავ დასაცავია და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს იქ, სადაც დამოუკიდებლობას ზეიმობდა – ანუ რუსთაველზე.
„საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან – ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე, რომ ჩვენ დავგეგმოთ მთლიანად საზოგადოების 26 მაისი, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი, ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, ანუ რუსთაველზე და ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების წარმომადგენლები, ამ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები“– განაცხადა ზურაბიშვილმა.