ახალი ამბები საზოგადოება

ჰარცელი: ევროკავშირი გილოცავთ ახალ წელს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

აღნიშნულის შესახებ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა „ტვიტერში“ დაწერა.

„რადგან 2021 წელი დასასრულს უახლოვდება, გვსურს შევაჯამოთ ბოლო 12 თვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. ევროკავშირი საქართველოში გილოცავთ ახალ წელს!“,- წერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ტვიტერში“.

გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც გასული 12 თვის მნიშვნელოვანი მოვლენებია ასახული.

წლის შემაჯამებელ ვიდეოში საუბარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით გამართულ მედიაციის პროცესზე, ევროკავშირის მიერ ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგზე.

ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე: https://fb.watch/aewt2smHuK/

იტვირთბა....