ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა დამწვრობის ცენტრში, – აღნიშნულის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს.
ის მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვან პიროტექნიკის გამოყენებაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა დამწვრობის ცენტრში, თუმცა არცერთი არ იყო მძიმე.
ექიმისთვის გულდასაწყვეტია ისეთ ტრავმასთან მუშაობა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა, მით უმეტეს, ამ შემთხვევების ნახევარი მოდის ბავშვებზე. სტატისტიკა მხოლოდ დამწვრობის არაა, ბუნებრივია, ძალიან ხშირია ნაკვეთი ჭრილობები, თითების ამპუტაცია, თვალების დაზიანება. ვფიქრობ, ყოველგვარი მაშხალების და ფოიერვერკების აფეთქების გარეშეც მოვა ახალი წელი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.