სამხრეთ აფრიკაში, სადაც ომიკრონი პირველად გავრცელდა აცხადებენ, რომ პიკი გადალახეს და ვითარებაც სტაბილურია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინფიცირების შემთხვევების შემცირების გამო სამხრეთ აფრიკაში „კომენდანტის საათი“ უქმდება.
ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ შემთხვევების რიცხვი 120 000-დან 90 000-ზე ჩამოვიდა, რაც საკმაოდ კარგია.
პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში ვირუსის 3.5 მილიონზე მეტი პირი დაინფიცირდა, 90 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, „ომიკრონის“ შტამის შემთხვევები პირველად სწორედ სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა.