Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 802 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 472 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 330 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 100 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 934 741-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.50% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.28%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 251 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 895 315.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 800 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარა – 188, იმერეთი – 281, ქვემო ქართლი – 108, შიდა ქართლი -115, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 132, კახეთი -138, მცხეთა-მთიანეთი -28, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 600 საიდანაც:
4 551 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 049, აჭარაში – 479, იმერეთში – 863.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 191 პირი, მათ შორის, თბილისში – 554, აჭარაში – 119, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი, მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 35, იმერეთში – 25.
858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 536 – თბილისში, 214- აჭარაში.
20 191 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 57 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 062 ადამიანი.