ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მეტროს ვაგონების ტენდერში რუსლმა კომპანიამ გაიმარჯვა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესაძენად გამოაცხადებულ ტენდერში რუსულმა კომპანიამ Метровагонмаш გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს. ონლაინ გამოცემის ცნობით, რუსეთი საქართველოს დაახლოებით 50 მილიონი ევროს ღირებულების 44 მეტროს ვაგონს გამოუგზავნის.

როგორც TASS იუწყება, მათ თბილისის მერიაში განუმარტეს, რა კრიტერიუმებით შეირჩა აღნიშნული კომპანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეტროს ვაგონებით მოსამარაგებლად.

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სტანდარტული შესყიდვის გზით, თბილისის მუნიციპალური მომსახურებისთვის 44 ახალი ვაგონის შეძენას გეგმავს. ტენდერში მონაწილეთა დოკუმენტაციისა და ფასების ანალიზის შედეგად, გამარჯვებულად “მეტროვაგონმაში“ გამოცხადდა. 44 ახალი ვაგონის შესყიდვის ფასი 49,19 მილიონი ევროა“, – ნათქვამია წერილში, რომელიც TASS-მა თბილისის მერიისგან საპასუხოდ მიიღო.

იტვირთბა....