ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

ხაბეიშვილი: მივმართავ პატრიარქს, გაჩუმება უკვე დანაშაულია, მას სიტუაციის მოგვარება შეუძლია

მივმართავ თხოვნით პატრიარქს, ერთადერთია, ვისაც სიტუაციის მოგვარება შეუძლია – გაჩუმება უკვე დანაშაულია, – აღნიშნულის შესახებ „ენმ-ს“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვის, ვინ მოსწონს, რადგან საქმე პრეზიდენტის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ეხება.

„მე მინდა, პირდაპირ მივმართო პატრიარქს, რადგან დიდი ეჭვი მაქვს ერთადერთი, ვისაც ახლა ამ სიტუაციის განმუხტვა შეუძლია სწორედ პატრიარქია. ამიტომ მუდმივად, როცა ქართული ეკლესია ქადაგებს სიყვარულს და საუბარია ადამიანზე, ერთმანეთის დამოკიდებულებაზე ეს მოქმედებაში უნდა გამოჩნდეს. ჩვენ, კანონმორჩილი ხალხი ვართ და გვგონია, რომ ყველაფერი ლოგიკაზე და კანონზე უნდა იყოს აგებული. ამდროს ვხედავთ, რომ ფაქტობრივად პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე მიდიან. ამიტომ მე, როგორც ეკლესიის რიგითი შვილი მივმართავ თხოვნით პატრიარქს, რომ გაჩუმება უკვე აღარ შეიძლება. უკვე წარმოუდგენელია ამის ესე ყურება და მგონია რომ პატრიარქის ავტორიტეტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მან ეს პრობლემა რაღაცნაირად გადაჭრას.

არ აქვს მნიშვნელობა ვის ვინ მოწონს, პრეზიდენტის მკვლელობაზე აწერენ ხელს. შუაღამისას პრეზიდენტი გაიტაცეს და ეს ჩვეულებრივ ამბავად მივიღეთ. უი, არვიცი ალბათ გაგვაგებინებენ და მსგავსი ფრაზებით. სააკაშვილზე ხდებოდა ზეწოლა, ხან მნახველებს არ უშვებდნენ, ხან ტელევიზორი წაართვეს, ხან თავზე დაახტნენ, მერე ციხეში გადაიყვანეს. იმის მაგივრად რომ ექიმებს მოუსმინონ, ფეხებზე კიდიათ. იმის გამო, რომ ბატონს საჩუქარი გაუკეთეს. ბიძინა ივანიშვილის აქვს ახირება, რომ პოლიტიკუტი ოპონენტი, რომელიც ფაქტობრივად ციხიდან შლის ამ მთავრობას ციხეში ჰყავდეს. აძაგძაგებთ, რადგან სააკაშვილის რამდენიმე საათიანი თავისუფლება ეყოფა ამ მთავრობას დასასრულებლად. ეს არის შიშით, ბოღმით და სიბოროტით გაკეთებული საქციელი.ვერ დაიცალნენ, მე მაქვს დიდი სურვილი, მჯეროდეს, რომ დადგა დრო, როდესაც დუმილი დანაშაულია“, – აცხადებს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

იტვირთბა....