ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველანი მიყვარხართ…” – ბიძინა ივანიშვილი ასე დაემშვიდობა მედიას

რატომ არ ესწრებოდნენ რესპუბლიკელები საგურამოს შეხვედრას?

“ყველანი მიყვარხართ! ახალ წელს გილოცავთ!” – ამ სიტყვებით დაემშვიდობა ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგებლებს საგურამოში “ქართული ოცნების” საახალწლო წვეულების შემდეგ. ორი ყოფილი და ერთი მოქმედი პრემიერის მონაწილეობით პარტია “ქართული ოცნების” კორპორატიული ვახშამი საგურამოში “მარანში” გაიმართა. ვახშამს არ ესწრებოდა კოალიციაში შემავალი “რესპუბლიკური პარტიის” არცერთი წარმომადგენელი.

“მეტრონომთან” “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა ისაუბრა.

“რატომ უნდა დავსწრებოდით ამ შეხვედრას? ეს პოლიტიკური შეხვედრა არ იყო. ეს იყო პარტია “ქართული ოცნების” შეკრება და არა კოალიციის შეხვედრა”. -აცხადებს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი უარყოფს მედიაში გავრცელებული ინფორმაციას, რომ შეხვედრაზე საარჩევნო სიების საკითხი განიხილებოდა.

“რესტორნებში საარჩევნო სიების საკითხი არ ზუსტდება, ამისთვის საქმიანი შეხვედრები არსებობს” – ამბობს ზურაბიშვილი.

საგურამოში გამართულ ვახშამს ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი ვახშამს მეუღლეებთან ერთად ესწრებოდნენ. საგურამოში გამართულ წვეულებას არ ეწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი და არც ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. ივანიშვილთან ვახშამზე არ იმყოფებოდნენ არც კოალიცია ქათული ოცნების სხვა წევრები – “რესპუბლიკელები”, “კონსერვატორები”, “მრეწველები” და “ფორუმი “. საგურამოში არ იმყოფებოდნენ არც მინისტრთა კაბინეტის წევრები.

იტვირთბა....