ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისკენ მოუწოდებს.
როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, ზურაბიშვილმა უნდა დაივიწყოს, რომ ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დანიშნულია და ყველას პრეზიდენტი უნდა გახდეს.
“ბერკეტი არ მაქვსო ამბობდით და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მესამე პრეზიდენტის გადარჩენა სინამდვილეში. (ნუ, ბიძინასგან გასნხვავებით) დაივიწყეთ რომ ბიძინამ დაგნიშნათ მაგ პოსტზე და გახდით ყველას პრეზიდენტი”,- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობას, 30 დეკემბერს, გამთენიისას, კვლავ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.