ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგეენკო სააკაშვილზე: ცხადი იყო, რომ დასტაბილურების მერე უკან დაბრუნდებოდა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი დავით სერგეენკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა თავიდანვე ცხადი იყო – როგორც კი მისი ჯანმრთელობის სიტუაცია დასტაბილურდებოდა ის ციხეში გადავიდოდა. ამის სესახებ დავით სერგეენკომ პარლამენტში განაცხადა.

“ადვოკატები რატომ უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებული მე ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება და თავისთავადეს ცხადი მოცემულობა იყო გადაყვანამდეც, გორის ჰოსპიტალში, რომ როგორც კი დასტაბილურდებოდა, დაბრუნდებოდა უკან. რაც შეეხება სტაბილიზაციას, სტაბილური იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არა, ამაზე უამრავი ადამიანი და დომინანტურად პროცენტულად ბევრად მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები.

მისმა მკურნალმა ექიმებმა გააკეთეს ამის შესახებ განცხადება და დამერწმუნეთ, მე ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ, არცერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. ექიმს როცა აძლევენ მუშაობის საშუალებას, ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას და ამას თუნდაც, ბოლო 2 წელი გვიჩვენებს. ასე რომ, ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცალონ ექიმებს თავისი საქმის კეთება.

ცუდი იქნება რა თქმა უნდა თუ სააკაშვილი შიმშილობას დაიწყებს ადამიანურად და ჰუმანურადაც”,- ამბობს სერგეენკო.

ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც სააკაშვილის ახლობლები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

იტვირთბა....