ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას თქმით, თუ სააკაშვილი შიმშიობას დაიწყებს არაუშავს, ექიმები მიხედავენ. ამის შესახებ ზარქუამ პარლამენტში განაცხადა.
“პატიმარი სააკაშვილია არის ჯანმრთელი, შესაბამისად ის ექვემდებარებოდა უკან რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას. სააკაშვილი თუ დაიწყებს შიმშილობას, არა უშავს ექიმები არიან, მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში და მე მგონი, გამოაჯანმრთელებენ”,- ამბობს ზარქუა.
ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც სააკაშვილის ახლობლები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.