ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა აიკრძალა – პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსებში, ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში და ავტომობილში, რომლითაც არასრულწლოვანი მგზავრობს. ცვლილებებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 მოწინააღმდეგე იყო.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს ახალ სახეობაზე პიქტოგრამის დატანების წესი 2025 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.
კანონპროექტით, დარღვევის შემთხვევაში ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა 200 ლარი იქნება. ხოლო თუ მძღოლი, რომელსაც არასრულწლოვანი გადაჰყავს, თამბაქოს მოწევს, ის 50 ლარით დაჯარიმდება.