ახალი ამბები პოლიტიკა

რაქვიაშვილი: საერთოდ ვერ დავინახე, რაში გვჭირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური?

 

საერთოდ ვერ დავინახე, რაში გვჭირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური?, – აღნიშნულის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს 121 კაცი რომ გაეშვათ სამსახურიდან, ან არ აეყვანათ თავის დროზე, რა დაშავდებოდა.

„მე საერთოდ ვერ დავინახე, რაში გვჭირდება ეს ინსტიტუცია. მართლა რაში გვჭირდება და ეს 121 კაცი რომ გაგვეშვა სამსახურიდან, ან არ აგვეყვანა თავის დროზე, რა დაშავდებოდა. თუ ოდესღაც ინსტიტუცია არ იყო სწორი, კარგი, არ ვუჭერდით მხარს, ახლა რამდენიმე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ან ისეთი, რომ მოგვეწონა, ამიტომ გახდა კარგი? მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მხოლოდ. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ინსტიტუცია მართლა გვჭირდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ამასთან „გირჩის“ წევრი ლონდა თოლორაიას ურჩევს სხვა სააგენტოს თავმჯდომარე გახდეს, როგორც ეს მას პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და ორ სხვადასხვა უწყებად ჩამოყალიბებას გულისხმობს.

იტვირთბა....