მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა და დაშავდა 6 ადამიანი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, “მეტრონომს” შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამოც ის გზიდან ხევში გადავარდა.