ახალი ამბები საზოგადოება

სააკაშვილის ყოფილი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ინსულტის ნიშნებით კლინიკაში მოათავსეს

არსებული ინფორმაციით, სააკაშვილის ყოფილი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ინსულტის ნიშნებით კლინიკაში მოათავსეს.

როგორც ცნობილია მედიკოსი ამ დროისთვის გორი სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, თუმცა კლინიკაში ოფიციალურ კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოებას ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის ხელმოწერილი ჩანაწერები გააცნო, სადაც წერია, რომ სააკაშვილის ფსიქორეაბილიტაცია საქართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფალი.

მოგვიანებით, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ თავის დასმულ კითხვებზე ხელი მოაწერინა და შეცდომაში შეიყვანა.

„ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითიც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

იტვირთბა....