ახალი ამბები კორონავირუსი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უცხოეთში აცრილი მოქალაქეები მწვანე პასპორტის მიღებას შეძლებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ არიან აცრილები, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ დოზა უცხოეთში, Georgia eHealth აპლიკაციაში რეგისტრაციასა და მწვანე პასპორტის მიღებას  შეძლებენ.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, დაინტერესებულმა პირებმა სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართონ და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, რის შემდეგაც ისინი აპლიკაციით სარგებლობას შეძლებენ.

„ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პირები ვაქცინირებული არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან, პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ დოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან, პირიქით და მათი რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში.

ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავს შემთხვევებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, (რომლებიც შეესაბამებიან COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლე დამატებითი პირების განსაზღვრის შესახებ N01-353/ო ბრძანებით განსაზღვრულ პირებს) მიეცათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება, რაც მათ Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამედიცინო ცენტრების ჩამონათვალი:

  1. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29
  2. Exspress Medical Service – ქ. თბილისი,ზღვის პლაზა ჰუალინგი
  3. ვივამედი – ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N234
  4. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სოფელი რუხი
  5. ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო – ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2
იტვირთბა....