[su_quote] ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მუშაობა. მე ვხელმძღვანელობ თქვენდამი, უპირველეს ყოვლისა, იმ მოღვაწეობით, რაც ერთობლივად გავწიეთ. უნდა აღვნიშნო, რომ ალბათ ბოლო ადგილზე არის პოლიტიკური კონიუნქტურა ჩემ მიერ თქვენი მხარდაჭერის პირობებში. პირველ პლანზე არის ის უნარი, განათლება, ცოდნა, პატიოსნება, რაც მე თქვენში დავინახე.
არ მიყვარს ზედმეტი ქება-დიდება, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს იმსახურებთ. სწორედ ეს უნდა გახდეს მიზეზი თქვენი მხარდაჭერისა ჩემ მიერ. ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ, ვარ რა იმ სისტემის დიდი ხნის წარმომადგენელი, სწორედ ამ პირობებით ვიხელმძღვანელებთ თქვენთვის მხარდაჭერის დროს. თქვენ ნამდვილად იმსახურებთ თავმჯდომარეობას და გილოცავთ წინასწარ. [/su_quote]
ამის შესახებ დავით ზილფიმიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ უნდა აირჩიონ.