ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: ბიზნესსუბიექტები 2020-2021 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ბიზნესსუბიექტები 2020-2021 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

“სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა, აღნიშნულმა სუბიექტებმა მიმართონ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და შეძლონ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობა”,- ამბობს კალაძე.

თბილისის საკრებულომ შესაბამისი პროგრამა უკვე დაამტკიცა.

იტვირთბა....