ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბექაური: ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას მედიაში უხამსობის ტირაჟირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პრობლემის გაცნობიერება მოახდინონ მაუწყებლებმა.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მედიაში უხამსობის ტირაჟირების საკითხი თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ მედიის და არასამთავრობო სექტორის ნაწილი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას განსხვავებულად კითხულობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომისია სწორად კითხულობს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მედიის რეგულირება სენსიტიური საკითხია, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ არ ვაკისრებთ სანქციებს მაუწყებლებს.

ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. გვინდა, რომ ამ პრობლემის გაცნობიერება მოახდინონ მაუწყებლებმა. მიუხედავად იმისა, რომ უხამსობის ტირაჟირება არ შეიძლება, ამჟამად არ ვაკისრებთ მაუწყებლებს სანქციებს, რადგან გვინდა, რომ ჯერ უხამსობის თემაზე კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებულია სასამართლოში, დასრულდეს და ჩვენ გადაწყვეტილებას სასამართლო კონტროლი ჰქონდეს გავლილი”,- ამბობს ბექაური.

იტვირთბა....