ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოიძე: სააკაშვილის მკურნალ ექიმს ჩვენება კგბ-ს მეთოდებით შეაცვლევინეს

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს ჩვენება სუს-მა და პენიტენციურმა სამსახურმა შეაცვლევინა.

“პირდაპირ კგბ-ს მეთოდებით ადამიანი გამოიყვანეს, შეცვლევინეს ჩვენება. ეს ადამიანი იმყოფებოდა აი, აქ, თქვენს წინაშე და აკეთებდა იმ განცხადებას, რომელიც მას უკარნახა სუს-მა და უკარნახა პენიტენციურმა სამსახურმა. ადაამინის განცხადების გაკეთების დროს მის გვერდით იდგნენ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები და ასევე სუსის თანამშრომლები. განადგურებულია ადამიანი პრაქტიკულად, ამიტომ ეს არის რეალურად კიდევ ერთი მცდელობა წამების, გაგრძელდეს წამება, არაადამიანური მოპოყრობა, ღირსების შელახვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ასევე იმ ადამიანის მიმართ ვინც გაბედა და უთხრა ნიკა გვარამიას, რომ დიახ, ამ ადამიანის რეაბილიტაცია თავისუფლების და საზღვარგერთ კლინიკის გადაყვანის გარეშე არის შეუძლებელი”,- ამბობს დეკანოიძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის დაკითხვის ოქმი საჯაროდ წაიკითხა. ოქმის თანახმად, მკურნალი ექიმი სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას დაუშვებლად მიიჩნევს და თვლის, რომ მისი მკურნალობა საზღვარგარეთ, თვაისუფლების პირობებეში უნდა მოხდეს.

იტვირთბა....