მსოფლიო პოლიტიკა

ჟირინოვსკი: უკრაინა ახალი წლის ღამეს უნდა დავბომბოთ

რუსეთის დუმის დეპუტატი, ვლადიმერ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ შეშინების მიზნით უკრაინა ახალი წლის ღამეს უნდა დაბომბონ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „გაზეტა რუ“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ჟირინოვსკი ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამდა რუსეთის პრეზიდენტი, რომ ყოფილიყო.

„უბრალოდ უნდა დავცხოთ 31 დეკემბრიდან 1-ელ იანვარს ღამით. ასე, დილის 4 ან 5 საათზე. როცა კარგად მთვრალები იქნებიან. ყველას დაბომბვა არ არის აუცილებელი. ამორჩევით, ვიღაცა უნდა დავსაჯოთ, ვიღაცა შევაშინოთ“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

ამაზე ადრე პოლიტიკოსი წერდა, რომ დასავლეთის, კერძოდ კი „ნატოს“ ქმედებები ნამდვილი ომის საშიშროებას ქმნის.

ამასთანავე, ჟირინოვსკი მსოფლიო ომის დაწყებასაც ვარაუდობს 2027 წელს.

იტვირთბა....