ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

მკურნალი ექიმი: სააკაშვილის ფსიქორეაბილიტაცია საქართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოებას ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმის ხელმოწერილი ჩანაწერები გააცნო, სადაც წერია, რომ სააკაშვილის ფსიქორეაბილიტაცია საქართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფალი.

როგორც ნაწერებში ასევე ვკითხულობთ, ნინო გოგორიშვილი განმარტავს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თავისუფალი არ იქნება, მისი ფსიქო – ნევროლოგიური რეაბილიტაცია სრულად ვერ განხორციელდება.

„ფსიქორეაბილიტაცია „პეტეესდეს“ შემთხვევაში საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში საქართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე.

თუ საქართველოში შეუძლებელი იქნება მისი თავისუფლების პიროებებში რეაბილიტაცია, რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა და მისი სრულფასოვანი ფსიქორეაბილიტაცია“, – ნათქვამია ნაწერში.

როგორც მკურნალი ექიმი გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება მისი სომატური კუთხით ჯანმრთელობის მოწესრიგების გამო მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ გაცემულ ბრძანებას საკანში გადაყვანის შესახებ არ დაემორჩილა.

ამ ფონზე ყოფილ პრეზიდენტს წნევის ცვალებადობა აღენიშნა, რის გამოც მისი გორის ჰოსპიტალში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

იტვირთბა....