ახალი ამბები პოლიტიკა

თოლორაია: ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე

ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, – აღნიშნულის შესახებ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მთავრობას კეთილგონიერება ეყოფა და ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა.

„ამ კანონპროექტით დაგეგმილია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, არამედ მისი ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა ამაზე მე ჩემი კრიტიკული პოზიცია მექნება. კომიტეტებზე დასასწრებად მოვედი, რისი დროც ჩემთვის ძალიან გვიან გახდა ცნობილი და ფაქტიურად ვმკითხაობდით, როდის იწყებოდა ამა თუ იმ კომიტეტის სხდომა. არვიცი, ვნახოთ, როგორ განვითარდება დღეს მოვლენები, მე დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა. ეს არის რეფორის სახელით განხორციელებული ცვლილებები. ეს არარის რეფორმა. ვერ დამისახელებთ ვერცერთ რეფორმას, რომელიც იმავე უწყების ჩართულობის გარეშე განხორციელდა, ვერ დამისახელებთ რეფორმას, რომლის შედეგადაც ამ სახით მოხდა უწყების დაშლა“, – აცხადებს ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა უქმდება, რის ნაცვლადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქნება.

იტვირთბა....