ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

საძაგლიშვილი: ოცნებას ღირსება არ გააჩნია, არ იციან როგორ მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტს

ოცნებას ღირსება არ გააჩნია, არ იციან როგორ მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის იაფფასიანი და უღირსი საქციელები, რომლითაც ისინი სააკაშვილზე შურისძიებას ცდილობენ.

„სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომელებიც გადაწყვეტილებას იღებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში, არ გააჩნიათ ელემენტალური ღირსება და არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ უნდა მოექცნენ მესამე პრეზიდენტს, როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ მთავარსარდალს და მათთვის წესია ეს რაღაც ბოდიში და იაფფასიანი საქციელები და უღირსი საქციელები, სხვანაირად არ წარმოუდგენიათ და ამიტომ იქცევიან ასე. ბუნებრივია, დამატებითი მიზეზი ცხადია ისიც არის, რომ მათი მიზანი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არის შურისძიება და ისინი ყველა ამ წვრილმანი ქმედებით ცდილობენ, რომ ეს დაამტკიცონ, რომ რაღაც თითქოს შური იძიეს მიხეილ სააკაშვილზე“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ გაცემულ ბრძანებას საკანში გადაყვანის შესახებ არ დაემორჩილა.

ამ ფონზე ყოფილ პრეზიდენტს წნევის ცვალებადობა აღენიშნა, რის გამოც მისი გორის ჰოსპიტალში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

იტვირთბა....