ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

მარგველაშვილი: სააკაშვილი ჩემთვის ხაზგასმით პუტინის პატიმარია

სააკაშვილი ჩემთვის ხაზგასმით პუტინის პატიმარია, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან გორის ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სულ მალე შედგება სამი პრეზიდენტის ფორმატი, რომელიც დაამტკიცებს იმ აზრს, რომ ქართველი ხალხი საერთო მტრის წინააღმდეგ ყოველთვის ერთიანდება.

„ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ , საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი, რამდენიც არ უნდა გვქონდეს დაპირისპირებები წარსულში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი, ეს არის ჩემი პირადი შეფასება განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ.

ეხლა აქედან გამომდინარე ვთანხმდებით რა ორივენი, რომ საქართველოში საკმაოდ ღრმა კრიზისია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების გაერთიანება ამ ტემპერატურის დასაწევად ძალიან მნიშვნელოვანია. ორივემ გამოვხატეთ მზაობა, რომ ახალ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ და ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და ამან საზოგადოებას უნდა გაუგზავნოს გზავნილი იმისა, რომ ჩვენ საერთო მტრის წინაშე ყოველთვის ვერთიანდებოდით“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი დღეს „ენმ-ს“ ლიდერს ნიკა მელიას შეხვდა.

იტვირთბა....