ახალი ამბები პოლიტიკა

ჯანდაცვის ახალი მინისტრი: ბუნებით მაქსიმალისტი ვარ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

როგორც მინისტრობის ახალი კანდიდატი აცხადებს, ის ბუნებით მაქსიმალისტია და ასეთივე დამოკიდებულებას მოითხოვს სხვისგანაც.

ამასთანავე ის იმედოვნებს, რომ საკმაოდ მალე ძალიან კარგ შედეგებს მიაღწევს.

„მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგები გვექნება“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, სსიპებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა, ზურაბ აზარაშვილს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

იტვირთბა....