ახალი ამბები პოლიტიკა

გვარამია: ჯანდაცვის მინისტრად პლასტიკური ბარათების მძერწავი დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრად პლასტიკური ბარათების მძერწავი დაინიშნა, – ასე ეხმაურება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მთავრობის ახალ საკადრო ცვლილებას.

როგორც გვარამია აღნიშნავს, ამას გარდა მთავრობამ სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას დეკრეტიდან გამოსვლა აიძულა.

„ჯანდაცვის მინისტრად პლასტიკური ბარათების მძერწავი დაინიშნა.

ლონდა თოლორაია ბავშვის გაჩენიდან 2 კვირის თავზე აიძულეს დეკრეტიდან გამოსულიყო და მეძუძურ ბავშვს დედის ყურადღება მოაკლეს.

კაციჭამია რეჟიმითქო, რომ ვიტყვით, უტრირებააო გეტყვიან. მგონი, მართლა იმას ელოდებიან, რომ ადამიანების ჭამას დაიწყებენ. თუმცა, არც აღარაფერი დარჩა“,- წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

იტვირთბა....