ახალი ამბები პოლიტიკა

კობახიძე სააკაშვილზე: დამნაშავეს უნდა დაერქვას დამნაშავე და დანაშაულს კი დაერქვას დანაშაული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს, რომ დამნაშავეს უნდა დაერქვას დამნაშავე და დანაშაულს კი დაერქვას დანაშაული.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიზანი არა პოლიტიკურ პარტიებს შორის შერიგება, არამედ საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევაა.

„პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს არ არის როგორც ასეთი ამ პროცესის მიზანი. მიზანია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც საკმაოდ ამბიციური და ბუნებრივია რთული იქნება. მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება. როდესაც პოლიტიკურ დევნილს უწოდებენ ადამიანს, რომელმაც ცხრა წლის მანძილზე და შემდეგაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, დამნაშავეს უნდა დაერქვას დამნაშავე და დანაშაულს უნდა დაერქვას დანაშაული“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. შემდეგ შეხვედრას კი პრეზიდენტი „ენმ-ს“ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან გამართავს.

იტვირთბა....