საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში ასევე ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკვე მივიდა.
პოლიტიკოსებს შორის განხილვის მთავარი თემა მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება.
მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ის თქვა, რომ შეკითხვებს ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ უპასუხებს.
როგორც ცნობილია შეხვედრა სამი საათი გაგრძელდება.