ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმნაძე კლუბებზე: რა შეიძლება ამას დავარქვათ? – არის ასეთი გამოთქმა – ღრეობა, შავი ჭირის დროს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ, კლუბ ბასიანთან დაკაირებით საუბრისას განაცხადა, რომ ვერ იგებს რა შეიძლება დაერქვას ამას და ფრაზას იხსენებს “ღრეობა, შავი ჭირის დროს”. ამის შესახებ იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

“რა შეიძლება ამას დავარქვათ? – არის ასეთი გამოთქმა – ღრეობა, შავი ჭირის დროს. ძალიან რთულია ამის შედარება რესტორანთან და ღია სივრცესთან არ შეიძლება. საქართველო მთვარეზე ხომ არ არის? ევროპაში ყველგან დახურულია კლუბი. მესმის, ძალიან რთულია ეს კლუბის მეპატრონეებისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალია”,- ამბობს იმანძე.

შეგახსენებთ, რომ BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილი ამბობს, შრომის ინსპექცია BASSIANI-ს ლუქავს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია სხვა კლუბების დალუქვის შესახებ.

საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

იტვირთბა....